ALENITI

ჩვენ შესახებ

მნიშვნელოვანი მომენტებისთვის

შთაგონება

ჩვენი შთაგონება ყოველდღიური მომენტებია — დილის ყავა, საყვარელი წიგნი, ქალაქში სეირნობა. გვჯერა, რომ სამკაული განსაკუთრებულ დღეს არ უნდა ელოდებოდეს: ის ყოველ დღეს ხდის განსაკუთრებულს.

ოსტატობა

თითოეული ნივთი მზადდება 925 სინჯის ვერცხლისგან და გადის ხარისხის მკაცრ შემოწმებას. ჰიპოალერგიული მასალები, გამძლე დაფარვა და გააზრებული დეტალები — ეს ის სტანდარტია, რომელზეც კომპრომისი არასდროს გვაქვს.

შეფუთვა

თითოეული შეკვეთა ჩვენი საფირმო სასაჩუქრე შეფუთვით მოგეწოდებათ, რომელიც მოიცავს პრემიუმ სასაჩუქრე ყუთს, ბრენდირებულ ჩანთას, სამკაულის ჩასადებ პაუჩს, მოვლის ინსტრუქციას, ავთენტურობის სერტიფიკატსა და გასაპრიალებელ ტილოს. რადგან პირველი შთაბეჭდილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად სამკაული.

ჩვენი ღირებულებები

მისია

შევქმნათ ხარისხიანი სამკაული — ზრუნვითა და დეტალებზე ყურადღებით — რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

ხედვა

გავხდეთ ბრენდი, რომელიც საქართველოში ყოველდღიურ ელეგანტურობასთან ასოცირდება.

ღირებულებები

გულწრფელობა, ხარისხი და ზრუნვა — თითოეულ ნივთში, წერილში და შეკვეთაში.

გაეცანი კოლექციას